ერთმანეთს დავუდასტურეთ მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით - ალიევი
კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ, რომ ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს შეცვლილი.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე, ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, მეგობარი მოძმე ქვეყნები. ჩვენს მეგობრობას ძალიან დიდი ფესვები აქვს, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ცხოვრებას და ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა
ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი და დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და საინვესტიციო კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ამის ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რომელიც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ, რომ ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარდაჭერა გვაქვს ერთმანეთისთვის გამოცხადებული და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს შეცვლილი. საერთაშორისო სამართლის ნორმები ყველასთვის ერთი უნდა იყოს და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა. მეზობელი მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, იმიტომ, რომ ხალხს აკავშირებს მეგობრობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ წლების განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ. ჩვენ, ორი მეგობარი და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ალიევის ეს განცხადება საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აზერბაიჯანის მოთხოვნას შესახებ სომხეთთან მიმართებით.
აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, სომხეთისგან იმ სოფლების გადაცემას ითხოვს, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს და თბილის-ერევნისს დამაკავშირებელი გზა გადის.