ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში - კობახიძე
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.
„ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას", - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია