წყარო: ღარიბაშვილს პანიკური შიში აქვს, რომ ივანიშვილი ფარულად უსმენს

16.03.24 21:12
წყარო: ღარიბაშვილს პანიკური შიში აქვს, რომ ივანიშვილი ფარულად უსმენს

წყარო "შაბათის ეთერს" ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდან უყვება, რომ გადაყენებულ პრემიერს მოსმენების პანიკური შიში აქვს, რადგან როდესაც ივანიშვილმა უთხრა, რომ უნდა წასულიყო, მის მიერ ნათქვამი ისეთი ფრაზა გაუმეორა, რაც წესით ღარიბაშვილის გარდა სხვას არავის უნდა სცოდნოდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პარტიის ოფისში ღარიბაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს არ იღებს. იქ ის უცხოა, თუმცა მისი გარემოცვა გვეუბნება, რომ ექს პრემიერი ცდილობს სახლშიც კი არაფერზე ილაპარაკოს. სავარაუდოდ, აქვს ეჭვი რომ იქაც, სუსი უსმენს და ამბები ივანიშვილთან მიაქვთ.

ვინც "ქართული ოცნების" ოფისში მანამდე მუშაობდა, ვერ უარყოფს, რომ ყველა ოთახში მუდმივად ჰქონდათ განცდა, რომ უსმენენ.

არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო სისტემა როსტომ მეფის სასახლის ყველა სივრცეშია დაყენებული, ამიტომ ეშინიათ, "ოცნების" ლიდერებს, რომ მათ მათივე მმართველი ჩაწერს.

რისი ეშინია გადაყენებულ პრემიერს - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები