კომერციული ფართები და მშენებარე სასახლე თბილისის ცენტრში - აზარაშვილის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება

16.03.24 21:19
კომერციული ფართები და მშენებარე სასახლე თბილისის ცენტრში - აზარაშვილის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება

გადაყებული ჯანდაცვის მინისტრის, ასევე გადაენებული მოადგილის შთამბეჭდავი ქონება - ილია ღუდუშაური, რომელიც ზურაბ აზარაშვილის მარჯვენა ხელი და შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილის სანდო კადრიც იყო, პოსტიდან წინა კვირას გაუშვეს. 

თბილისში, ლაღიძის 2 ნომერში, ოპერის გვერდით, ღუდუშაური 4 კომერციულ ფართს ფლობს. 

  • კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობა წლებია, ნგრევის პირას იყო და მის აღსადგენად, ადგილობრივი მცხოვრებლები, სხვადასხვა უწყებაში, უშედეგოდ იბრძოდნენ.  2019 წლის 16 აპრილს, ერთ დღეში, აზარაშვილის უკვე ყოფილმა მოადგილემ ჯამში 700 კვადრატამდე კომერციული ფართი, მის მიერვე მითითებული მონაცემების მიხედვით, 676 ათას ლარად იყიდა, რაც იმდროინდელი კურსით დაახლოებით 350 დოლარია. 
  • რაც ისტორიული შენობის მფლობელებს შორის გავლენიანი მაღალჩინოსანი გამოჩნდა, თბილისის განვითარების ფონდმა, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა და დააფინანსა.

2019 წლის აპრილში, ქვეყნის მთავარ გამზირზე, უძრავი ქონების შეძენისას, ილია ღუდუშაური უკვე საჯარო მოხელე იყო და მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა. ფართი, რომელიც იყიდა, მაშინ ავარიულ და თითქმის დანგრეულ მდგომარეობაში იყო. ახლა კი, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო  ათეულობით მილიონს დახარჯავს, ღუდუშაურის სახელზე რეგისტრირებული ქონების ღირებულება ფაქტობრივად გაათმაგდა. ახლა კი ამ კომერციული ფართის ჯამური საბაზრო ღირებულება შვიდ მილიონ ლარს აჭარბებს. 

  • ეს ყველაფერი არ არის - არსებობს კიდევ რამდენიმე გარემოება, რომლითაც მძაფრდება ეჭვი, რომ ჯანდაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის მიერ ქონების შეძენასა და ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებას შორის პირდაპირი კავშირია. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ილია ღუდუშაურის მეგობრობის გარდა, არსებობს კიდევ ერთი დეტალი, თვენახევრიანი სხვაობით, ამავე შენობაში, ღუდუშაურის შემდეგ, უძრავი ქონება, ჯაუნშერ ბურჭულაძის მამის სახელზეც ფორმდება. 

ამას გარდა, "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ 4-ვე კომერციული ფართი, რომელიც ილია ღუდუშაურმა გაიფორმა, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. ღუდუშაურის ყიდვის მომენტში, ქონება უკვე ბანკ "რესპუბლიკას" ბალანსზე იყო და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მისი რეალიზებისთვის, თავდაცვის სამინისტროს ნებართვა მაინც საჭირო იყო. 

არის კიდევ ერთი უცნაური ამბავი - აღმოჩნდა, რომ გადამდგარი ჩინოვნიკის სიმამრმა არც კი იცის, რომ მისი სიძე, რუსთაველის გამზირზე მილიონებიან ქონებას ფლობს.

"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ  გოგებაშვილის ქუჩაზე, ჯანდაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის ოჯახი სამ სართულიან სახლს იშენებს.  მხოლოდ ეზო, რომელზეც სახლს დგამენ 600 ათას ლარამდე დაჯდა. 

რისი ეშინია გადაყენებულ პრემიერს - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები