როგორ მდიდრდებიან "ნაცებიდან" "ოცნებაში" პორტირებულები?

16.03.24 21:25
როგორ მდიდრდებიან "ნაცებიდან" "ოცნებაში" პორტირებულები?

 

როგორ მდიდრდებიან "ნაცებიდან" ოცნებაში პორტირებულები? - როგორ მუშაობს ოლიგაქის პარტიის წევრის ოჯახის ბიზნესი?

როცა ოჯახის ერთი წევრი აშენებს, მეორე კი მის კანონიერებას ადგენს

"ქართული ოცნების" დეპუტატის, რესან კონცელიძის  ძმისშვილები, ვახტანგ კონცელიძე და გოჩა კონცელიძე ბათუმში მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ, მეორე ძმისშვილი, არჩილ კონცელიძე კი იმ უწყებას ხელმძღვანელობს, რომელიც მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას უწევს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გაშიფრა მთელი სქემა, როგორ უწყობს ხელს ბათუმის დაბეტონებას "ქართული ოცნების" დეპუტატი, როგორ არის მისი პირადი ინტერესი რაც შეიძლება მეტი კორპუსი ჩაიდგას და როგორ ლობირებდა, დარღვევებით აშენებული კორპუსების ექსპლუატაციაში მიღებას. 

ყველაფერი ივანიშვილის პარტიის სკანდალური დეპუტატის ოჯახის ხელშია - აი ფაქტები

  • რესან კონცელიძე - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია, სწორედ ის იყო ინიციატორი, რომ 2023 წლეს საქართველოს პარლამენტმა  კანონი შეცვალა და ბათუმში უკანონოდ და პროექტის დარღვევით აშენებული კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება გადაწყდა. პრაქტიკულად ყველას ყველაფერი აპატიეს, მათ შორის იმ სამშენებლო კომპანიებსაც, ვინც კორპუსები პროექტი დარღვევით, ანუ იმაზე უფრო დიდი ააშენა რისი უფლებაც ჰქონდა. 

ირკვევა, რომ როდესაც კონცელიძემ პარლამენტს ბათუმში დარღვევით აშენებული კორპუსების დაკანონება დაამტკიცებინა, მისი ორი ძმისშვილი უკვე ფლობდა რამდენიმე სამშენებლო კომპანიას აჭარაში.

  • მუშაობს კონცელიძეების მთელი სქემა, ბიძა პარლამენტიდან ლობირებს, რომ რაც ბათუმში უკანონოდ აშენდა დაკანონდეს, ძმისშვილები ვახტანგ და გოჩა  კონცელიძეები კორპუსებს აშენებენ, კიდევ ერთ ძმისშვილი არჩილ კონცელიძე კი აკონტროლებს, კანონდარღვევით ხომ არ აშენდა რამე, ის ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია. არჩილის ცოლი ნინო დევაძე კი სამშენებლო კომპანიების დირექტორია. ანუ ნინო აშენებს, ნინოს აშენებულს მისი ქმარი ამოწმებს  და ცუდად აშენებულის დაკანონებას, ბიძა რესანი ლობირებს. 

ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დაადგინა, რომ კონცელიძეების  სამშენებლო კომპანიებმა „თაუნჰაუს ბათუმმა"„რეგო გრუფ,მა" და „ჰოუმ საიდ ტერასამ" ჯამში 35,100 კვადრატული მეტრის ფართის მშენებლობის ნებართვა მიიღო. 

როგორ მდიდრდებიან პორტირებულები - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები