ავარიის შემდეგ გასაყიდად გასაღებული სახელმწიფო მანქანა? - რა მოხდა დედოფლისწყაროში

16.03.24 22:07
ავარიის შემდეგ გასაყიდად გასაღებული სახელმწიფო მანქანა? - რა მოხდა დედოფლისწყაროში

"შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, ხალხის ფულით ნაყიდი ავტომობილი ჩინოვნიკებმა ავარიაში დაამტვრიეს, დანაშაულის დასაფარად სახელმწიფო ნომრები დახსნეს და გაყალბებული სანომრე ნიშნები მიამაგრეს. 

ირკვევა, რომ სახელმწიფო ავტომობილი ხელოსანთან, ამერიკიდან გასაყიდად ჩამოყვანილ მანქანად გაასაღეს. დედოფლისწყაროს მერიის ბალანზე რიცხულ ავტომობილს, პროფილაქტიკაში მეთუნესთან მიაგნო. 

ავტომობილი შესაკეთებლად დედოფლისწყაროს, მერის მძღოლის დიმა ალუღიშვილის მეგობარს გაატანეს. 

ავტოავარიისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა რატომ დამალა სახელმწიფო მანქანის დამტვრევის ფაქტი, ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარმა მერმა და მისმა გარემოცვამ.

ხომ არ მართავდნენ საჭეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რატომ გახდა საჭირო დანაშაულის დასაფარად მეორე დანაშაულის ჩადენა და მანქანაზე სხვა სახელმწიფო ნომრების დამაგრება? 

 თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები