რას უმალავს ღარიბაშვილი ივანიშვილს? - "ოცნებაში" პასუხის გაცემა უჭირთ

17.03.24 13:36
რას უმალავს ღარიბაშვილი ივანიშვილს? - "ოცნებაში" პასუხის გაცემა უჭირთ

რას უმალავს ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს? - კითხვაზე პასუხის გაცემა "ქართული ოცნების" დეპუტატებს უჭიირთ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს,რომ ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შავნაბადაზე გადაიღეს, ირაკლი ღარიბაშილის და ზურაბ აზარაშვილის ამოცნობას ვერ ახერხებს. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ ექსპრემიერს დასამალი არაფერი აქვს და შესაძლოა, გოლფ კლუბში უბრალოდ დროის გასატარებლად წავიდა. 

ნანახი კადრებიდან მე ვერ ვიტყვი ვინ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ორი ადამიანი ჩემთვის ძალიან ძნელია საიდენტიფიკაციოდ. მეორე, რომ თუ შეხვდნენ ადამიანები გოლფ კლუბში, არ ვიცი, მე დავდივარ ხოლმე, ხან მეგობრებს ვხვდები და ხან სხვას. მესამე, თუ შეხვდნენ და რა შინაარსის საუბარი ჰქონდათ, ბუნებრივია, ეს ხომ ჩემთვის არ არის ცნობილი და მემგონი, დამიჯერებთ, მაგრამ სარწმუნო არ არის „ტვ პირველის“ მომზადებული სიუჟეტი ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულა. თუ კონკრეტული რაღაც დადასტურება იქნება, აგერ არის აზარაშვილიც და აგერ არის ჩენი პარტიის თავმჯდომარეც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. საკონსპირაციო ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი არ აქვს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობის პირობებში პირველი ვადისას საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ახლა, აგერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ასეთ პოლიტიკურ მოღვაწეს ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ რაიმე აქვს საკონსპირაციო, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

შაბათს ეთერმა გააიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ზურაბ აზარაშვილი შავნაბადას მთაზე ერთმანეთს კონსპირაციულად ხვდებიან

მსგავსი სიახლეები