"საკუთარ სპეცსამსახხურებს ემალებიან" - აქუბარდია ღარიბაშვილი-აზარაშვილის კონსპირაციულ შეხვედრაზე

17.03.24 13:48
"საკუთარ სპეცსამსახხურებს ემალებიან" - აქუბარდია ღარიბაშვილი-აზარაშვილის კონსპირაციულ შეხვედრაზე

ღარიბაშვილის და აზარაშვილის კონსპირაციული შეხვედრა - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკუთარ სპეცსამსახურებს უფრთხის. ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ უკანონო მოსმენები სწორედ პოლიტიკურ ინტერესს ემსაუხრება და ქვეყნის უსაფრთხოება მათ ინტერესში არ შედის. 

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ იმის კი არ ეშინიათ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ, არამედ საკუთარი სპეცსამსახურებისგან დამალვას ცდილობენ. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთელი სახელმწიფო რესურსი უკანონო მოსმენების არის პოლიტიკური ინტერესით გამომდინარე შიდა პოლიტიკის ჭრილში და არა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედებების პრევენციისთვის, რათა მათ სახელმწიფო ინტერესები არ დააზიანონ თავიანთი უკანონო მოქმედებების შედეგად, - ამბობს აქუბარდია. 

შაბათს ეთერმა გააიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ზურაბ აზარაშვილი შავნაბადას მთაზე ერთმანეთს კონსპირაციულად ხვდებიან.  

მსგავსი სიახლეები