ვინ ჩავიდნენ საქართველოდან რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და როგორ მიდის პროცესი?

17.03.24 14:05
ვინ ჩავიდნენ საქართველოდან რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და როგორ მიდის პროცესი?

ვინ ჩავიდნენ საქართველოდან რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად? ოკუპანტ სახელმწიფოში კენჭისყრის პროცესს პრიმაკოვის ფონდის ქართველი დირექტორი და "სოლიდარობა მშვიდობის" წევრები აკვირდებიან. "არჩევნები მიდის კარგად“ - ასე აფასებს პარტიის საერთაშორისო მდივანი რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე არჩევენებს.

მამუკა ფიფია რუსეთის მოქალაქეა, თუმცა "პირველებმა" მოიპოვა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ფიფიამ რეგისტრაცია ქართული პასპორტით გაიარა.

რუსეთში მესამე დღეა არჩევნები მიმდინარეობს. სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ ემიგრაციაში წასული რუსებიც. ევროპის ქალაქებში რუსეთის საკონსულოებთან კილომეტრიანი რიგებია. კრემლის პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ეს ადამიანები პუტინის მომხრეები არიან, თუმცა საპირისპიროს წერს რუსული თავისუფალი მედია. 

პუტინის რეჟიმი კი იმდენად შეშინებულია, რომ საარჩევნო ურნებთან საპოლიციო ძალები ჩააყენეს. ფაქტის ამსახველ ფოტოებს გამოცემა "სოტა" ავრცელებს. გამოცემა ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში პოლიციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვიაჩესლავ გოლიკოვი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მას ეცვა მაისური წარწერით "ნავალნი". 

მსგავსი სიახლეები