"დემარში სამშობლოს წინააღმდეგ" - "ოცნება" პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის

17.03.24 15:47
"დემარში სამშობლოს წინააღმდეგ" - "ოცნება" პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებული პოსტი გახდა, რომელიც ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა. დდე ფაქტო რეჟიმის სასამართლომ არ გააუქმა კანონი, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირზე გსხვისებას კრძალავს. ამ გადაწყვეტილების გამო ზურაბიშვილმა მოსამართლეები შეაქო.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახის აღიარება ან მისი დამატებების ან გაგრძელების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც სუნი ასდის აღიარების, ეს არის აღმშფოთებელი, ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში, მაგრამ მივცეთ საშუალება კათარიზის. საყოველთაო აღშფოთებამ ქალბატონი სალომე ზურაბიშილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა საკუთარი პოსტი და მან ჩაამატა ჯადოსნური ორი ასე "ე. წ", - ამბობს ბექა ოდიშარია. 

ამავე აზრს იზიარებს " ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილიც. "ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ქართულ სახელმწიფოს აზიანებს. 

ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის მორიგი მტკიცებულება, როდესაც თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომელიც პირაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. არაღაირების პრინციპის წინააღმდეგ გამოდის და პრაქტიკულად, თავის განცხადებით აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს შეცდომით არ მგონია,. სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები