"ვიწყებთ ბრძოლას დემოკრატიული საქართელოსთვის" - ქართველი ემიგრანტები პარტიას ქმნიან
ქართველი ემიგრანტები პარტიას ქმნიან. "ერთად" - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის წევრებმაც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას არ ეთახნემებიან.
პარტიის შექმნის იდეა ამერიკაში გაჩნდა. დამფუძნებლები ქალები არიან. ზოგიერთი ემირგრაციაში 25 წელზე მეტია იმყოფება. ირკვევა, რომ ახალ პარტიაში გაწევრიანებას ევროპაში მყოფი საქართველოს მოქლაქეების აპირებენ.
ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და ქალები ვიწყებთ ამ ბრძოლას. იქნება ემიგრაციიდან პარტია, რომელიც დაიწყებს ბრძოლას დემოკრატიული საქართველოსთვის. მე ვაპირებ ჩამოსვლას და ამ ომში მონაწილეობის მიღებას და ზუსტად ვიცი, რომ ქალები ამას შევძლებთ მამაკაცებთან ერთად. მე ემიგრაციაში ვარ უკვე 26 წელი, თუმცა არცერთი დღით არ დამიტოვებია ჩემი სამშობლო. უკან-უკან მიდის ქვეყანა რუსეთისკენ, ეზო ვართ არ მინდა მის გუბერნიად ვიქცეთ. სახელი ასეთი შევარჩიეთ, ჩვენ მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ და ჩვენს პარტიას ერქმევა სახელი "ერთად", - ამბობს ემიგრანტიირმა შამათავა.