რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს?

17.03.24 20:19
რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს?

 

 

რატომ არ მართავს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს "ქართული ოცნების" ოფისში და რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს? შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს სპეცსამსახურების ეშინია. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ყველა მას უსმენს და ყველა მასს უთვალთვალებს რომ შემდეგ ბიძინაა ივანიშვილთან დაასმინონ.

კონსპირაციული შეხვედრის მონაწილე პირები დუმილის რეჟიმში არიან. გამომძიებელი ჟურნალისტების მოპოვებულ კადრებზე საუბარი უჭირდათ პარლამენტის წევრებმაც. "ოცნებაში" დღეს ისიც კი თქვეს, რომ "ტვ პირველზე" გასულ ჩანაწერში ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის ექსმინისტრის ამოცნობა გაუჭირდათ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები