ცვლილებები ცესკოს დაკომპლექტებაში - "ოცნება" ვეტოს დასაძლევად ემზადება

18.03.24 12:00
ცვლილებები ცესკოს დაკომპლექტებაში - "ოცნება"  ვეტოს დასაძლევად ემზადება

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და ცესკოს საბოლოოდ მისატაცებლად ემზადება. წამზომი ჩართულია. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალინდელ სესიაზე უყრიან.

სხდომამდე ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. პრეზიდენტი ფიიქრობს, რომ თუ კანონს ივანიშვილის პარტიის სასურველი რედაქციით მიიღებენ, არჩევნების მიმართ მოსახლეობას ნდობა არ ექნება, რადგან გადამწყვეტ არჩევნებს ერთპარტიული ცესკო ჩაატარებს.

ჩვენი არგუმენტი არის ერთადერთი ის, რომ საქართელოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობამ, გაიზიაროს ვენეციის კომისიის დასკვნა და ეუთო-ოდირის ერთობლივი დასკვნა და ის შენიშნები, რომელიც მოცემულია ვენეციის და ეუთო-ოდირის ერთობლივ დასკვნაში, გაითვალისწინოს საქართელოს პარლამენტმა და მიიღოს ის ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან ვითარებაში არცევნების ჩატარებას, - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.

"ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე, რომლის თანამდებობის გაუქმებასაც ხელისუფლება ცესკოში გეგმავს, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისიწნებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი იქნება. 

"ქართული ოცნება" აპირებს, კიდევ ერთხელ დაასამაროს ინსტიტუციური დემოკრატია საქართველოში. დღეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ქართული დემოკრატიის ისტორიაში, დღეს არის ძალიან ტრაგიკული დღე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იმიტომ, რომ რეკომენდაცია, რომელიც არის ევროკავშირის მიერ გასაზღვრული, ფაქტია, რომ ვერ შესრულდება, იმიტომ, რომ მეოთხე დათქმა, რომელიც ეხებოდა საარჩევნო რეფორმას, რომელიც გულისხმობდა ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას, ვეღარ შესრულდება. დღეს საბოლოოდ "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ჩააჭედებს ლურსმანს ევროინტეგრაციის იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის, ხოლო "ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ პრეზიდენტის არცერთ ოტივირებულ შენიშვნას არ გაითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილელების თანახმად, პრეზიდენტი ცესკოს წევრებს აღარ შეარჩევს. "ოცნება" ასევე, აუქმებს ცესკოში ერთადერთ ოპოზიციურ თანამდებობას. 

მსგავსი სიახლეები