ე.წ. პიჯაკების საქმე - საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს მოსამართლე დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მსჯელობს. გამოსაკითხია ორი მოწმე. ისინი სასამართლოში მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა დაიბარეს.
ერთ-ერთი მთავარი მოწმე სიმონ ნოზაძეა. ის სახელმწიფო ცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის მრჩეველია და წინა პერიოდშ ის ასევე, მაღალი თანამდებობის პირი იყო. დაცვის მხარეს ნოზაძესთან კითხვა პრეზიდენტის განკარგულებებთან დაკავშირებით ექნება. ნოზაძემ უნდა თქვას, რამდენად მიზანშეწონილი იყო ხარჯები, რომელიც მის პერიოდში გაიცემოდა.
პროცესს ონლაინ ერთვება მიხეილ სააკაშვილიც.
ყველა ხარჯი გაწეული იქნა კანონიერად. მათ შორის ის, რაზეც მასამართლებენ. ჰილარი კლინოსთვის ნაყიფი რედბულით, რომელიც მაშინ ღირდა 3 ლარი და 10 თეთრი, სხვათაშორის, ახლა ღირს 6 ლარი და 20 თეთრი. ეს აჩვენებს დინამიკას ფასების ზრდის, - თქვა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.