თბილისში სტოლტენბერგს ელოდებიან - რა გზავნილები აქვს "ოცნებას" და ოპოზიციას
ვლადიმერ პუტინისთვის საჩვენებელი ვიზიტი იწყება - NATO-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ორ საათზე ელოდებიან. იენს სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვა.
პირველი პრემიერს შეხდება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს. ალიანსის გენმდივანი კავკასიური ტურნეთი რუსეთს გაუგზავნის სიგნალს, რომ შავი ზღვის რეგიონზე გავლენას ვერ მოიპოვებს, რადგან საქართველო NATO-ს პარტნიორია.
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ქართველი ხალხის სურვილია, მაგრამ "ოცნების" ხელისუფლებას პროცესი გაყინული აქვს - ოპოზიციამ ზუსტად იცის მიზეზი - "ქართული ოცნების" მოკავშირე პუტინის რეჟიმს საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია არ უნდა, ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ვაშინგტონის სამიტი საქართველოსთვის კონკრეტული შედეგებით დასრულდეს.
გზავნილები იქნება ნატოში ინტეგრაციის კუთხით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ნატოს ინტერესი კვლავ არის საქართველოს მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოა პრაქტიკულად, როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონის სამიტშაი საქართველოს მონაწილეობას და ექნება თუ არ ამას კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით, გვახსოვს, რომ ვილნიუსში საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს დონეზე არ იყო წარმოდგენილი,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ქართული ოცნების რუსული ტიპის დღის წესრიგი არის, რომ საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ უსაფრთხოების სივრცეს და ზუსტად ამას უკავშირდება ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად, აღარც ჟღერს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან ნატოში ინტეგრაციის საკითხი და ძალიან კარგად ჩანს, რომ არც იმ რეფორმების გატარება უნდათ, რაც ნატო-ში ინტეგრაციისთვის არის საჭირო,“ - ამბობს საბა ბუაძე.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ყველა საჭირო რეფორმა გატარებული აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს.
მიგვაჩნია, რომ ყველანაირი ნაბიჯი გადავდგით ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველო, როგორც მყარი, კეთილსინდისიერი პარტნიორი, რომელმაც როგორც რეფორმებით, ასევე სისხლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ამ ოჯახში გაწევრიანებას და ამ ქოლგის ქვეშ ყოფნას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და დროულია ამ ვიზიტ9ის განხორციელება საქართველოში,“ - ამბობს ბექა ოდიშარია.