უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, მაფიოზებს ეშინიათ, როგორც წესი, ხალხის აქტიურობის და ქმედითობის - სააკაშვილის მოწოდება

18.03.24 12:11
უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, მაფიოზებს ეშინიათ, როგორც წესი, ხალხის აქტიურობის და ქმედითობის - სააკაშვილის მოწოდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს გაახმოვანა. 

როგორც მესამე პრეზიდენტი ამბობს, თუ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვალა, თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, ეს შეიძლება ბოლო არჩევნები იყოს.

ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ძალიან ქმედითები, მაფიოზებს ეშინიათ როგორც წესი, ხალხის აქტიურობის და ქმედითობის, ეს არაერთხელ დადასტურდა... თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ უკვე ის თაობა, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება მათთვის ეს იყოს ბოლო არჩევნები და არასოდეს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა არყოფნის საკითხი დგას, გენოციდის შეწყვეტის საკითხი დგას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ჩვენ აუცილებლად ბედის ბორბალს დავატრიალებთ წაღმა და ჩვენ ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები