მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს - სააკაშვილი ზურაბიშვილს
საქართელოს მესამე პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს მოწუოდებს, მოხანას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა. პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.
სააკაშვილმა ასევე სრულიად საზოგადოებას მიმართა და ჰკითხა, უქმნით თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაში მონაწილეობენ.
"ქალბატონო სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. [...] უკრაინის დაზვერვამ გამოაცხადა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას თურმე საქართველოს ხელისუფლებას ჩემი გათავისუფლების, მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ?! რომ რუსეთის ტყვის შემდგომ დაკავებაში მონაწილეობთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია