ივანიშვილის სინდისზეა ეს ხალხი, ივანიშვილმა მოუწოდა, დაეტოვებინათ საქართველო - სააკაშვილი მექსიკაში გატაცებულებზე
"მთავარი რაც მინდა ვთქვა, მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები, უამრავი ქართველი. ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ საქართველო," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა ემიგრანტებზე, ვისაც მძიმე პირობების გამო უწევს ქვეყნის დატოვება და გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ არალეგალური გზით ამერიკისკენ მიმავალ 120-მდე ხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მექსიკის საზღვირდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა. ასევ ევრცლდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოკარტელები მათ სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ.
ეს არიან მამები, რომლებსაც ჰქონდათ არჩევანი, ან ეთქვათ უარი თავის ოჯახზე პრაქტიკულად, იმიტომ, რომ მრავალი წლით რომ მიდიხარ ამერიკაში შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს ძალიან დიდი ხანი, ეთქვათ უარი საკუთარი ბავშვის გაზრდაზე და ყოფნაზე ოჯახში, ოღონდ ამ ბავშვს, ოჯახს ჰქონოდა სასჯელი, 20 000 დოლარი მოკრიფეს ყველა წყაროებიდან და ახლა ჩაუვარდნენ მექსიკურ ნარკოკარტელს ხელში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა, ეს კაცი გამოიყვანონ უკან და ალბათ დაკარგავენ სახლსაც და ყველაფერსაც, შეიძლება სიცოცხლესაც, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, წადით უცხოეთში, როგორ სძინავთ ამის შემდეგ, როცა უყურებს ამ ხალხს ივანიშვილი და მისი ხელქვეითები, როგორ არ აწუხებთ რაღაც ადამიანური, მართლა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვრები", - განაცხადა სააკაშვილმა.