ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ - სააკაშვილი
"მე მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში ვადანაშაულებ - ბიძინა ივანიშვილს კი ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
სასამართლოზე დისტანციურად ჩართვის დროს მესამე პრეზიდენტმა ივანიშვილი ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანის გამო გააკრიტიკა და ხელისუფლების ცვლილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წარმოიდგინეთ, საქართველო ისეთი მანქანაა, რომელსაც საჭესთან ადამიანი უზის, ვინც უფსკრულისკენ მიექანება და მას გადაჩეხავს - ქართველი ხალხი კი სადღაც საბარგულში ჰყავს ჩაკეტილი. ჩვენ ქართველ ხალხს იმის საშუალება უნდა დავუბრუნოთ, რომ თავისი ეროვნული მანქანის საჭესთან დაჯდეს, ესენი კი ამ მანქანიდან გადავყაროთ," - ამბობს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია