საპენსიო სესხი უნდა განულდეს, სანამ "ოცნება" არჩევნებს წააგებს - სააკაშვილი

18.03.24 12:35
საპენსიო სესხი უნდა განულდეს, სანამ "ოცნება" არჩევნებს წააგებს - სააკაშვილი

საქართელოს მესამე პრეზიდენტი საპენსიო სესხების განულების აუცილელობაზე საუბრობს. ამის შეასხებ მან სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 898 ათასი პენსიონერიდან 360 ათას პენსიონერს აქვს საპენსიო სესხი აღებული, რომლის გადახდასაც გაჭირვებით ახერხებენ. 

2023 წლის მონაცემებით, 883 ათას ადამიანს დალომბარდებული აქვს ნივთები. იმავე წელს ბანკის მოგება იყო 2 მილიარდ 700 მილიონი. ჩემს მმართველობასთან შედარებით ბანკების მოგება გაიზარდა ოთხჯერ. 898 ათასი პენსიონერიდან 360 ათას პენსიონერს აქვს საპენსიო სესხი აღებული. საპენსიო სესხი უნდა განულდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სანამ ისინი წააგებენ არჩევნებს საპენსიო სესხი გაანულონ. პენსიონერს აქვს არჩევანი, მან უნდა იყიდოს ან ხორცი ან წამალი. ხორცის ყიდვა საშუალო პენსიონერს არ შეუძლია. დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება, - თქვა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები