სტოლტენბერგის ჩამოსვლის დახასიათება რაღაც საგანგებო ღონისძიებად არ მესახება სწორი, ვინაიდან გენმდივანი ჩამოდის მოკავშირე ქვეყანაში - ვოლსკი

18.03.24 13:07
სტოლტენბერგის ჩამოსვლის დახასიათება რაღაც საგანგებო ღონისძიებად არ მესახება სწორი, ვინაიდან გენმდივანი ჩამოდის მოკავშირე ქვეყანაში - ვოლსკი

"საქართველოში გენერალური მდივნის ჩამოსვლის დახასიათება რაღაც საგანგებო ღონისძიებად არ მესახება სწორი, ვინაიდან გენმდივანი ჩამოდის მოკავშირე, სანდო ქვეყანაში," - ამ განცხადებას პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკი აკეთებს და იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის სამაგალითო და მისაბაძი. როგორც დეპუტატი ამბობს, სტოლტენბერგის ვიზიტი 'საგანგებო" ღონისძიება არ არის, რადგან ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის ქვეყანასი, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარტნიორია.

პარტნიორობის ხარისხი, რომელიც ჩვენ ნატოსთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან გაგვაჩნია, რომელთა უმრავლესობა არის ევროკავშირის წევრი, არის სამაგალითო, მისაბაძი და საჩვენებელი და მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ყველა პერიოდს ურთიერთობაში, რომელიც საქართველოს ამ უახლოეს ისტორიაში ჰქონია. ასე, რომ საქართველოში გენერალური მდივნის ჩამოსვლის დახასიათება რაღაც საგანგებო ღონისძიებად არ მესახება სწორი, ვინაიდან გენმდივანი ჩამოდის მოკავშირე, სანდო ქვეყანაში და იმ ქვეყანაში, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა იმ საერთო ფასეულობების ერთგულება, რომელიც გააჩნია საქართველოს, ნატოს და ნატოს წევრ ქვეყნებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.  

მსგავსი სიახლეები