დაპირისპირება ცესკოში - ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი სიორიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა (ვიდეო)
ხმაური და დაპირისპირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - პარლამენტის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არც ცესკოში მისცეს და მიკროფონიც გაუთიშეს.
ჩხუბში პირადად იყო ჩართული გიორგი კალანდარიშვილი. სიორიძე იწყებდა თუ არა საარჩევნო კოდექსზე საუბარს და ქართული ოცნების კრიტიკას ცესკოს ოპოზიციონერ წევრს ხმას უთიშავდნენ.
ოპოზიციას დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე უმტკიცებდნენ, რომ ცესკო პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის.
"ხმას გიწევ იმიტომ რომ მშვიდად საუბარი არ გესმით, არ გაძლევ ხმის უფლებას. ეს არ არის პოლიტიკური პლატფორმა"- მიმართავდა კალანდარიშვილი სიორიძეს.
დაბლოკვის შემდეგ, გიორგი სიორიძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან "პირველებს" განუცხადა, მის სათქმელს ბევრად ხმამაღლა და "ქართული ოცნებისთვის" მტკიცნეულად იტყვის:
არ მომცეს სიტყვა, გამომირთეს მიკროფონი. ცესკოშიც "ქართული ოცნების" შეხმატკბილებული დადგმა, სპექტაკლი გაითამაშეს. ამიტომ მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. იქ, სადაც ძალმომრეობით ცდილობენ, გამაჩუმო, ჩემი ადგილი დღეს იქ არ იყო. ჩემს სათქმელს ყველგან, გაცილებით უფრო ხმამაღლა ვიტყვი. ეს მათთვის გაცილებით მყკიცნეული იქნება"- დასძინა სიორიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია