ზურაბიშვილი ჩემი პრეზიდენტი არ არის... სხვა სიბრტყეშია - ფრიდონ ინჯია

18.03.24 13:28
ზურაბიშვილი ჩემი პრეზიდენტი არ არის... სხვა სიბრტყეშია - ფრიდონ ინჯია

ზურაბიშვილი ჩემი პრეზიდენტი არ არის, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ისმენდნენ. ინჯიას კომენტარი გიორგი მსხილაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება ვეტოს დაძლევით ევროკომისიის მე-4 დათქმის შესრულებას უგულებელყოფს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზიანებს.

ფრიდნ ინჯიამ თქვა, რომ პრეზიდენტი "სხვა სიბრტყეშია". 

დღეს ის ჩემი პრეზიდენტი არ არის. მივეცი ხმა, მაგრამ შევცდი და ალბათ მე მარტო არ ვარ ამაში. თქვენ, მემგონი, მსხვა სიბრტყეში ხართ დღეს, - თქვა ინჯიამ.

ინჯიას ამ გამოსვლას მსხილაძემ უპასუხა, ორმლემაც დაადასტურა, რომ "ნამდვილად სხვადასხვა სიბრტყეში არიან". 

ნამდვილად სხვადასხვა სიბრტყეში ვართ და მეტს ვერაფერს ვუპასუხებ, - უთხრა მსხილაძემ ინჯიას. 

მსგავსი სიახლეები