სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე - ოხანაშვილი ზურაბიშვილს ისევ თავს ესხმის

18.03.24 13:32
სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე - ოხანაშვილი ზურაბიშვილს ისევ თავს ესხმის

 სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე, - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს იერიში ისევ სალომე ზურაბიშვილზე მიიტანა. ანრი ოხანაშვილმა ზურაბიშვილის მეხუთე ვეტოსთან დაკავშირებით პოლიტიკური სიმბოლიზმი დაინახა და პრეზინდეტი, პრაქტიკულად, ენმ-თან კავშირში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ზურაბიშვილის ვეტო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით არის მოტივირებული. 

მართლაც, ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ მეხუთე ვეტო არისო, დრეს რაც პრეზიდენტმა გამოიყენაო. ნამდვილად, აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმბოლურია პრეზიდენტი ვეტო, რომ არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება კიდევ, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. სამწუხაროა და ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი უსუსური პოზიციით ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად მოტივირებული და არგუმენტირებული და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით ორიენტირებული. ნეიტრალურობაზე პრეტენზია აქვს პრეზიდენტს. მაშინ მინიმალურ ტესტს უნდა აბარებდეს, ეს მინიმალური ტესტის დიდი ხანია მან ვერ ჩააბარა, - თქვა ოხანაშვილმა. 

ოხანაშვილის ამ გამოსვლაზე პასუხის გაცემა ითხოვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, თუმცა ოხანაშვილმა გიორგი მსხილაძეს მიკროფონი არ ჩაურთო. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ცესკოს კანონში შესატან ცვლილებეთან დაკავშირებით პრეზუ~იდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ისმენენ.  

მსგავსი სიახლეები