იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე წარმოდგენილი - რას ამბობს დარჩიაშვილი

18.03.24 14:00
იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე წარმოდგენილი - რას ამბობს დარჩიაშვილი

"ვილნიუსის სამიტსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების საქმეში, ხელისუფლება მასპინძლობს დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს თბილისში, რომელიც აუცილებლად ვიზიტი ახალ დინამიკას, ახალ კოორდინაციას, ახალ ფაზას", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე.

რაც შეეხება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტს, მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი ფორმა ექნება სამიტს, როგორი კომპონენტებისგან იქნება შემდგარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში ამ საიუბილეო სამიტზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები