დარჩიაშვილი: მექსიკაში საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის გატაცებული
მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების გატაცებას არ ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. როგორც მინისტრი ჟურნალისტებთან ამბობს, "არავინ არ არის გატაცებული".
ჩვენი თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა, თითოეული კონსული, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ, ვალდებულები არიან და ასრულებენ იმ ფუნქციას, რომ ჩვენი მოქალაქის ინტერესები დაიცვან.
არავინ არ არის გატაცებული. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება ჩვენი დიპლომატის დახმარება, ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ. თუ მათ აქვთ საჭიროება, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ამას გავაკეთებთ მომავალში“, – განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია