აღიარებენ თუ არა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს - "ოცნება" კითხვას არ პასუხობს
"ქართული ოცნება" არ პასუხობს კითხვას, აღიარებს თუ არა საქართველო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. დეპუტატების ნაწილი გარბის, მეორე ნაწილი კი "პირველებს" ეუბნება, რომ შეკითხვას მაშინ უპასუხებს, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას შეწყვეტს.
რა უცნაურია, არც ვიცი, დღეს დამთავრდა თუ როდის მთავრდება? ან თქვენ რატომ გაინტერესებთ ამ ოპოზიციურ არხებს? ჩვენ არც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არც გვაქვს ვალდებულება, ეს თემები გავიაროთ. ვაღიარებთ-არ ვაღიარებთ, არ არის ეს საინტერესო. მნიშვნელოვანია, რომ მან აღიაროს ჩენი ტერიტორიული მთლიანობა როგორც აფხაზეთის, ისე სამაჩაბლოს, გაიყვანოს თავისი ბაზები იქიდან და შემდეგ თუი დამისვამთ ამ კითხვას, მერე გაგცემთ თამამად პასუხს, - ეუბნება "პირველებს" ირაკლი ზარქუა.
კონკრეტული შეფასების გაკეთება გაუჭირდა საგარაეო საქმეთა მინისტრსაც.
მოგიწოდებთ, გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. რას მეკითხებით? წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, არასერიოზულია რასაც მეკითხებით, - ამბობს დარჩიაშვილი.
კითხვაზე პასუხად ანრი ოხანაშვილმა "პირველების" ჟურნალისტი პარტიულ აქტივობაში დაადანაშაულა.
სამწუხაროა, ორ ჟურნალისტობის ნაცვლად გადაქცეული ხართ პარტიულ აქტივისტად, - ამბობს ოხანაშვილი.
ოკუპანტ სახელმწიფოში ტოტალური გაყალბებით, დაშინებით და ზეწოლით ჩატარებულ არჩევნებს ცივილური სამყარო არ აღიარებს. პუტინის კიდევ ერთი ვადით გაპრეზიდენტებას ჯერჯერობით მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა, ტაჯიკეთი, ნიკარაგუა და ვენესუელა მიესალმებიან.