"ვეტინგის" სისტემა მიუღებელია - რისი ეშინია მოსამართლეს?

18.03.24 15:19
 "ვეტინგის" სისტემა მიუღებელია - რისი ეშინია მოსამართლეს?

 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ - გიორგი მიქაუტაძეს ალბანეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სისტემიდან ნახევარზე მეტი მოსამართლე გაუშვეს. 

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ამტკიცებს ე.წ. ვეტინგი სასამართლო სისტემას დაანგრევს. 

მიუღებელია "ვეტინგის" სისტემა და არა მოსამართლეების შემოწმება. გაურკვეველია, საიდან მოყვანილი ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული ეს კომისია. გაურკვეველია რა მიზნებით იქნება შექმნილი. ის მაგალითები რაც გვაქვს თუნდაც ალბანეთის მაგალითზე, რომელიც საჯარო სივრცეში განხილვის საგანი გახდა, გვაჩვენებს, რომ "ვეტინგი" არის ძალიან ცუდი მაგალითი, იმისა თუ როგორ შეიძლება სასამართლო სისტემის შემოწმება, ნახევარზე მეტი მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მთელი ძირეული შინაარსი რაც არის ამის, რომ ეს ხორციელდება პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც პოლიტიკური სპექტრი განახლდება ქვეყანაში, იმდენჯერ უნდა ჩატარდეს "ვეტინგი " და იმდენჯერ განახლდეს სასამართლო კორპუსი? ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს იქნება შეუქცევადი და სასამართლო აღარასდროს იქნება დამოუკიდებელი"- ამბობს მოსამართლე. 

გიორგი მიქაუტაძი იქვე ამტკიცებს,რომ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების არავითარი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომიის რეკომენდაციებში  მას შემდეგ გაჩნდა, რაც  საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო - საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.

კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხებათ:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
  • სასამართლოს თავმჯდომარეები.

"სასამართლოს გუშაგი" ხსნის, ვის შეეხება ე.წ ვეტინგი. ორგანიზაციის შეფასებით,  ასეთი სულ 60 მოსამართლეა.

მსგავსი სიახლეები