EU: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მივიჩნევთ
ევროკავშირი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
„ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთშიც გაიხსნა.
მსგავსი სიახლეები
05.11.26 17:57
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია