ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ვეტოს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით დავძლევთ - გივი მიქანაძე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ცესკოს კანონში ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სწორი და მართებულია. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
ჩვენ ვეტოს დაძლევით ვამკვიდრებთ იმ სტანდარტს, რაც ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაშია დადგენილი, სადაც პარლამენტი აკომპლექტებს ცესკოს. შესაბამისად, ის წესი, რომელზეც სრულიად ანტისახელმწიფოებრივად სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო და უბრალოდ, პროცესი დროში გაწელა, ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით აუცილებლად დავძლევთ იმიტომ, რომ არჩევნები კარს არის მომდგარი, - ამბობს გივი მიქანაძე.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და ცესკოს საბოლოოდ მისატაცებლად ემზადება. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალინდელ სესიაზე უყრიან. ცვლილელები ცესკოს წევრების არჩევისგან პრეზიდენტის გამიჯვნას და ასევე, უწყებაშ ერთადერთი ოპოზიციური თანამდებობის გაუქმებას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია