არჩევნები, სამართლის უზენაესობა, რეფორმების საჭიროება - რა მთავარი გზავნილები აქვს თბილისში ჩამოსულ სტოლტენბერგს
როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველო-ნატოს ურთიერთობა - რაზე ისაუბრეს იენს სტოლტენბერგმა და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში - ერთობლივ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს დაახლოების შესახებ და ამისთვის საჭირო კონკრეტულ პროგრამებზე ისაუბრეს.
სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები - მათ შორის "სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით".
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში იყავით, ახლა მე აქ ვარ. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგია. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს მისიებსა და ოპერაციაებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულიად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნათლად არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე.
რუსეთი იმპერიულ ამბიციებს მისდევს და უკრაინაში, ბრძოლის ველზე სიტუაცია რთულია. ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, ჩვენი პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ დევნილს და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას ახორციელებს
შვი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებყული და ჩენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე, უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს.
ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და გვქონდა საუბარი ჩვენ იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული, რომ საქართელო-ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს.
მიცესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბვერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში.კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით.
მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით,“ - ამბობს სტოლტენბერგი.