დგას თუ არა ივანიშვილი "ხალხის ძალის" უკან და რა გეგმა აქვს ახლადდაფუძნებულ პარტიას
ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის მეორე პარტიას ქმნის - "ხალხის ძალამ" პოლიტიკური ამბიციები დღეს ოფიციალურად გაამჟღავნა. ამ დაჯგუფებას ოლიგარქი გეგმა B-დ განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში სწორედ ხალხის ძალამ უნდა შექმნას იმიტაცია, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ხელისუფლებას კი ოცნება სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის ჯგუფთან ერთად კოალიციურად მართავს.
მთავარი, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, ეს არის ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების გასამარტლება, იმ ბოროტი ძალის, რომელმაც უზარმაზარი ბოროტება მოიტანა ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება ისეთი ვითარება, პოლიტიკური კოალიცია იმგვარად იქნება ჩამოტალიბებული, რომ იძულებულები იქნებიან დათანხმდნენ ჩვენს ამ წინადადებას. თვითონ ის, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს ენმ,-ს, ამას ეწვი არაცვის ეპარება, ოცნების არცერთ წევრს. პარლამენტში ჩვენი ხმები დაჭუირდება ოცნებას ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მისაღებად. კოალიციას შევხედოთ იქნება თუ არა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ქართველი ხალხი დაანახებს ყველას ტავის რეალურ სურვილს,“ - ამბობს სოზარ სუბარი.
დგას თუ არა "ხალხის ძალის" უკან ბიძინა ივანიშვილი - როგორც ხუნდაძე ამბობს, ივანიშვილი "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა და ახლადდაფუძნებულ პარტიას მმართველ გუნდთან "ღირებულებითი ერთობა" აქვს.
ივანიშვილი არის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ჩვენ ვართ ხალხის ძალა, გვაქვს ქართულ ოცნებასთან ღირებულებითი ერთობა, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაკლები იყო სიმართლე, ნაკლები იყო ურთიერთობა საზოგადოებასთან, ნაკლები იყო საზოგადოების ჩართულობა ღია პოლიტიკაში. ამჯერად ფინანსები ჩვენი წევრებისგან არის შემოწირულობის სახით, თუმცა ვფიქრობ, რომ იმდენად მარალია ინტერესი საზოგადოებაში, ასევე მაღალი იქნება ინტერესი ამ პარტიის დაფინანსების,“ - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.