არაკოლეგიალური და უხერხული - მიქაუტაძე მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობიან

18.03.24 16:17
არაკოლეგიალური და უხერხული - მიქაუტაძე მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობიან

 

 

ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე კი ამტკიცებს, რომ მისი კოლეგების მოთხოვნა "სასამართლო კორპუსის პოზიციას" არ გამოხატავს. 

როგორც გიორგი მიქაუტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, "ვეტინგს" ის მოსამართლეები უჭერენ მხარს, რომლებიც ამ შემომებას არ ექვემდებარებიან. 

ეს არის კონკრეტული მოსამართლეების, ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფის პოზიცია. ისეთი მოსამართლეების მხრიდან "ვეტინგის" პროცედურის მხარდაჭერა, რომლებიც თავად არ ემორჩილებიან ამ შემოწმებას, ვფიქრობ არაკოლეგიალური და უხერხულია. იყო ადრეც მსგავსი განცხადებები ზუსტად იგივე მოსამართლეების მხრიდან. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან ასპარეზზე  და მხოლოდ იმ ინიციატივებს უჭერენ მხარს, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართ კონკრეტული რეპრესიული ღონისძიებების გატარებას უკავშირდება. მიჭირს გავიხსენო შემთხვევა, როდესაც სასამართლოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს ზუსტად ამ კოლეგებმა"- თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს ემხრობა.  ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს. 

 

მსგავსი სიახლეები