სიმბოლურია ციფრი 5-იანი, კიდევ ერთხელ დადასტურდა კავშირი ენმ-სა და პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს შორის - ოხანაშვილი
"მოვისმინეთ ვეტო, რომელიც დაცლილი იყო ყოველგვარი სამარტლებრივი არგუმენტაციისგან და ევროკავშირის გამოცდილებაზე მითითებისგან", - ასე ხსნის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის მიერ ვეტოს დაძლევის მხარდაჭერას.
ოხანაშვილის თქმით, ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეხუთედ დაადო ვეტო "ოცნების" კანონპროექტებს, მიუთითებს მის კავშირებს ენმ-სთან.
სიმბოლურია ეს ციფრი 5-იანი, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა პირდაპირი კავშირი რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ენმ-სა და პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ არჩევნების ადმინისტრირება არსად არ არსებობს. თავის დროზე ეს იყო შეთანხმება 19 აპრილის ფარგლებში, რომლის ანულირებაც მოხდა და აქედან გამომდინარე, საფუძველი ამის არ არსებობს,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.