არჩევნები იქნება, როგორც არასდროს ისეთი სამართლიანი, ობიექტური - ზარქუა
"ვეტო გადაილახება იმიტომ, რომ უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშე არის," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აკეთებს.
როგორც ზარქუა ამბობს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არგუმენტებს მოკლებულია და მას ვეტოს დადების საფუძველი არ ჰქონია.
ვერცერთ მოდელს ვერ ნახავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან არის. ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც არ შედგა, იმიტომ, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა. სამჯერ, ოთხჯერ ვცადეთ, არ ხდება კონსენსუსი, არჩევა ცესკოს თავმჯდომარის. ეს არჩევნები იქნება როგორც არასდროს, ისეთი სამართლიანი, ობიექტური,“ - ამბობს ზარქუა.