"ოცნებამ" ამ ვეტოს დაძლევით და ამ კანონის მიღებით, პრაქტიკულად, 9 პუნქტიდან ერთი გააუქმა - ხაზარაძე

18.03.24 17:03
"ოცნებამ" ამ ვეტოს დაძლევით და ამ კანონის მიღებით, პრაქტიკულად, 9 პუნქტიდან ერთი გააუქმა - ხაზარაძე

"დღეს ოცნებამ ამ ვეტოს დაძლევით და ამ კანონის მიღებით პრაქტიკულად, 9 პუნქტიდან ერთი გააუქმა," - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მხარდაჭერას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის შეფასებით, მმართველმა ძალამ ამ ნაბიჯით უარი თქვა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შესრულებაზე, რომელიც არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას უკავშირდება.

დღეს ქართულმა ოცნებამ ამ ვეტოს დაძლევით და ამ კანონის მიღებით, პრაქტიკულად, 9 პუნქტიდან ერთი გააუქმა, იმიტომ, რომ თავისუფლება და მრავალპარტიულობა არის ერთ-ერთი მთავარი ბაზა იმისა, რომ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა ერთპარტიული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისია და მგონი, დასკვნების გაკეთება რთული არ არის,“ - ამბობს ხაზარაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები