სტოლტენბერგს დახვდებიან, გაუღიმებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქართველო ისევ გათიშული იქნება ყველაფრისგან - უსუფაშვილი
"სტოლტენბერგს დახვდებიან, გაუღიმებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქართველო ისევ გათიშული იქნება ყველაფრისგან," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი აკეთებს.
უსუფაშვილი სტოლტენბერგის ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ფორმალურად ხვდება მასსაც და სხვა მაღალი რანგის სტუმრების მსგავსად, არც მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
შარლ მიშელიც იყო ჩამოსული 2-ჯერ, სხვებიც გამოაგზავნა - დღე და ღამე მუშაობდა აქ ის კაცი და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ის გადაეგდო. ვენეციის კომისიის დელეგაციებიც ჩამოვიდნენ აქ და შეისწავლეს აქაურობა, დასხდნენ, იმუშავეს, მოგვცეს რეკომენდაციები და დღეს ბრძანებენ, სუვერენული ქვეყანა ვართ, მათ არ დავემორჩილებითო. სტოლტენბერგს დახვდებიან, გაუღიმებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქართველო ისევ გათიშული იქნება ყველაფრისგან,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია