დღისით შეხვედრა კონსპირაცია არ არის - "ოცნების" დეპუტატი
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ მან ძალიან კარგად იცის, როგორ იმართება კონსპირაციული შეხვედრები.
პროფესიით იურისტი ღუდუშაური ყოფილი პრემიერისა და ექს ჯანდაცვის მინისტრის შავნაბადაზე შეხვედრას "ტვ პირველთან" გამოეხმაურა და თქვა, რომ ფარული შეხვედრები დღისით არ იმართება.
ღუდუშაურის ლოგიკით, "შაბათის ეთერს" კადრები ღამე რომ გადაეღო, კითხვები რელევანტური იქნებოდა.
რამდენი მანქანა ჩანს ნახეთ? - ეს ღიად, დღისით-მზისით ეს არის კონსპირაცია?! ნუ არ ვიცი... ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ამომიკითხავს და უცხო არ არის ეს ამბავი (კონსპირაცია). როცა პარლამენტში არ ვარ და ქუჩაში გადავადგილდები, შეიძლება, მეც გამოვიყენო ქუდი. ან ბავშვს ვასეირნებ ან, სპორტულად მაცვია ეს კი არ ნიშნავს რომ ვინმეს რამე კონსპირაცია უნდა ჰქონდეს"- თქვა ღუდუშაურმა.
რატომ არ მართავს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს "ქართული ოცნების" ოფისში და რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს? შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს სპეცსამსახურების ეშინია. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ყველა მას უსმენს და ყველა მასს უთვალთვალებს რომ შემდეგ ბიძინაა ივანიშვილთან დაასმინონ.