ისევ კავკასიურ კონტექსტში აღმოვჩნდით, ეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის „დამსახურებაა“ - ჭიაბერაშვილი
"სტოლტენბერგმაც ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა, რომ ქართველმა ხალხმა გადადგას ნაბიჯები ევროჯავშირის და ნატო-ს წევრობისკენ", - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო პარტნიორების თვალში მხოლოდ და მხოლოდ კავკასიურ კონტექსტში მოიაზრება, ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია და აჩვენებს, რომ ქვეყანას "ჩამორჩენა" აქვს. ეს კი ჭიაბერაშვილის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების შედეგია.
გაცილებით მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ კავკასიურ კონტექსტში კი არ მოგვიხსენიებდნენ, არამედ ქვეყნად, სადაც დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და სადაც ძალიან მალე დადგება როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს წევრობა და ჩვენ რომ ამ მიმართულებით ჩამორჩენა და პრობლემები გვაქვს და ისევ კავკასიურ კონტექსტში აღმოვჩნდით, ეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის „დამსახურებაა“. სტოლტენბერგმაც ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა, რომ ქართველმა ხალხმა გადადგას ნაბიჯები ევროჯავშირის და ნატო-ს წევრობისკენ,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია