როგორც ჩანს, თქვენ გოლფ კლუბში არ ყოფილხართ, მე ძალიან ხშირად დავდივარ"- ბექა ოდიშარია ჟურნალისტს

18.03.24 17:29
როგორც ჩანს, თქვენ გოლფ კლუბში არ ყოფილხართ, მე ძალიან ხშირად დავდივარ"- ბექა ოდიშარია ჟურნალისტს

"როგორც ჩანს, თქვენ გოლფ კლუბში არ ყოფილხართ, მე ძალიან ხშირად დავდივარ და იქ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს"- "ქართული ოცნების" წევრი ოდიშარია ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს კონსპირაციულად არ შეხვედრია. 

"ადამიანებს კონსპირაციულად შეხვედრა უნდოდათ და პირდაპირ ხალხის თავშეყრის ადგილას შეხვდნენ ერთმანეთს, რა ვიცი..."- ასეთი პასუხი აქვს დეპუტატს "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ კადრებზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ზურაბ აზარაშვილის შავნაბადაზე შეხვედრის ფაქტია ასახული. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებაში" სრული პანიკაა, რადგან ყველას აქვს განცდა, რომ მათ უკანონოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით უსმენენ, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ "მას დასამალი არაფერი აქვს". 

"არ ვდარდობ, არაფერი მაქვს დასამალი"- აცხადებს დეპუტატი. კითხვაზე, აქვს თუ არა განცდა, რომ მასაც ფარულად უსმენენ, ბექა ოდიშარია ამბობს: "მე მაქვს განცდა, რომ ჩემი შვილები მისმენენ". 

რატომ არ მართავს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს "ქართული ოცნების" ოფისში და რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს? შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს სპეცსამსახურების ეშინია. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ყველა მას უსმენს და ყველა მასს უთვალთვალებს რომ შემდეგ ბიძინაა ივანიშვილთან დაასმინონ.

მსგავსი სიახლეები