ღარიბაშვილი კორუმპირებული ადამიანია, რომელსაც ორჯერ მიეცა საშუალება, ქვეყანა ეღლიტა - მამუკა ხაზარაძე
"ღარიბაშვილი არის კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც სამწუხაროდ, ორჯერ მიეცა საშუალება, ქვეყანა ეღლიტა"- ამის შესახებ "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხოსმგებლობის აღება აუცილებლად მოუწევს.
რაც შეეხება გადაყენებული პრემიერისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის კონსპირაციულ შეხვედრას, "ლელოს" ლიდერის თქმით, ფარული შეხვედრა ცხადყოფნის, რომ თანაგუნდელებს რაღაც აქვთ დასამალი:
"ქვეყანაში მიდის ტოტალური მოსმენა და თვალთვალი - უსმენენ ყველას, არასანქცირებულად, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. არღვევენ ადამიანის ელემენტარულ უფლებებს. მათ არ იციან ოპოზიცია, შინაური, გარეული, ისინი უსმენენ ყველას.
ღარიბაშვილი არის კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც სამწუხაროდ, ორჯერ მიეცა საშუალება, ქვეყანა ეღლიტა. დადგება დრო, რომ ის აუცილებლად აგებს პასუხს თავის თანამზრახველებთან ერთად ქართველი ხალხის წინაშე.
კონსპირაციულ თეორიებში არ შევალ, მაგრამ როცა ჩუმად ხდები შენს თანაგუნდელს, დამალული, გასაგებია, რომ რაღაც გაქვს დასამალი"- ამბობს ხაზარაძე.
რატომ არ მართავს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს "ქართული ოცნების" ოფისში და რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს? შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს სპეცსამსახურების ეშინია. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ყველა მას უსმენს და ყველა მასს უთვალთვალებს რომ შემდეგ ბიძინაა ივანიშვილთან დაასმინონ.