NATO-ს გენ მდივანი საქართველოში - რა საშინაო დავალება მიიღო "ოცნებამ"
ორი პირობა NATO - სთან დაახლოებისთვის: თავისუფალი არჩევნები და დამოუკიდებელი სასამართლო - ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად საშინაო დავალება დაუტოვა. ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
შეძლებს თუ არა ისეთი რეფორმების გატარებას, როგორსაც დასავლეთი ითხოვს და მზად არის თუ არა ოქტომბერში მთავარი ტესტის ჩასაბარებლად. 2024 წლის შემოდგომა კრიტიკულია ქვეყნისთვის.
ევროკავშირიც და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც ქართულ არჩევნებს გამადიდებელი შუშით აკვირდება. სწორედ შემოდგომაზე შეფასდება იმსახურებს თუ არა ქვეყანა ახალ სტატუსს ევროკავშირის და ნატოს გზაზე. მანამდე კი ალიანსის წევრი ქვეყნები ვაშინგტონში შეიკრიბებიან. არის თუ არა საქართველო სამიტის დღის წესრიგში და რას აკეთებს ქართული ოცნება, რომ ქვეყანამ ალიანსისგან დამატებითი გარანტიები მიიღოს. ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შარშან ვილნიუსის სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოსთვის არანაირი სიახლე არ ყოფილა.