გავლენიანი მოსამართლეები შემოწმების წინააღმდეგ - რისი ეშინიათ?

18.03.24 20:07
გავლენიანი მოსამართლეები შემოწმების წინააღმდეგ - რისი ეშინიათ?

სტოლტენბერგის ღია მოწოდებას  ხელისუფლება  კლანის სახელით პასუხობს - აღიარება ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოსამართლისგან. რას მალავენ თემიდას მსახურები?

საკუთარი   ქონების  შემოწმებას დღეს ის მოსამართლე აპროტესტებდა, რომელმაც  ფეშენებელური სახლის მშენებლობაში თითქმის მილიონი გადაიხადა.  

კლანთან დაახლოებულ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წარმომადგენელს  მისი შემოსავლების აუდიტი  არასამართლიანად მიაჩნია. 

კითხვები  გიორგი მიქაუტაძის ფულის წარმომავლობასთან საკმარისზე მეტია. მათ შორის  მშობლის მიერ ნაჩუქარ ათიათასობით დოლართან დაკავშირებით.  ეს კითხვა ყოფილ პროკურორსაც გაუჩნდა, რომელსაც მიქაუტაძე ახლა სასამართლოში უჩივის.

რით იმართლებს თავს მდიდარი მოსამართლე - ანა მდივანი ყველა დეტალით

მსგავსი სიახლეები