მოსმენებით შეშინებული ხელისუფლება - "ოცნებას" ივანიშვილის პანიკური შიში აქვს
მოსმენებით შეშინებული ხელისუფლება - "ოცნების" პირველი პირები საკუთარ კაბინეტებსა და ავტომობილებშიც ვერ ბედავენ ღია საუბარს. "შაბათის ეთერის" ხმაურიანი კადრები კი პრაქტიკულად იმის აღიარებაა, რომ მმართველ გუნდს ივანიშვილის პანიკური შიში აქვს.
ყოფილი პრემიერი, რომელიც იძულებულია, ქალაქგარეთ ავტომობილების სადგომზე მალულად შეხვდეს მისი მთავრობის ყოფილ წევრს. დღეს უმრავლესობის წევრებს უჭირდათ ამ კონსპირაციული საუბრისთვის ახსნა მოეძებნათ. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლებაში ღია სატელეფონო ხაზებით დიდი ხანია არავინ სარგებლობს. უმრავლესობის წევრები საკუთარი ოჯახის წევრებსაც მხოლოდ იმ აპლიკაციების საშუალებით ელაპარაკებიან, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცულია.
ექს პრემეირის კონსპირაციული შეხვედრები - ნანუკა ქაჯაია დეტალებით