რუსეთის მხრიდან საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნა - რას ამბობს მამუკა მდინარაძე
"ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას", - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს არღვევს.
ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას. ეს ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში და შეურაცხმყოფელი დარღვევაა. თუ რაზე მიანიშნებს დარღვევის ეს ხარისხი, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.