"ოცნება" ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს შემდეგ კვირას დააინიცირებს

18.03.24 20:56
"ოცნება" ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს შემდეგ კვირას დააინიცირებს

"ქართული ოცნება" ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან დაცვის მიზნით, პარლამენტში ახალი კანონპროექტის დაინიცირებას მომავალ კვირას აანონსებს - მდინარაძე განმარტავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი "პრაიდის" ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებებს ეხმაურება და გაეროს განვითარების ფონდსა და სხვა დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ კარგად დააკვირდნენ, თუ რას აფინანსებენ რეალურად.

როგორც იცით, ამით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირბელი კანონისწინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგები პრაიდის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.

სინამდვილეში, სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა თავიდანვე გაავრცელეს. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რას აფინანსებენ. ეს იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში არ ავურიოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები