შეგვიძლია, ვეტინგის საკითხი დახურულად გამოვაცხადოთ - მდინარაძე
"შეგვიძლია, ვეტინგის საკითხი დახურულად გამოვაცხადოთ", - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებემლა მდივანმა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
მდინარაძის მტკიცებით, ქართველი ოლიგარქის გუნდი არ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყოს დამოკიდებული.
რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისის ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომიის რეკომენდაციებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო - საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.
კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხებათ:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
- სასამართლოს თავმჯდომარეები.
"სასამართლოს გუშაგი" ხსნის, ვის შეეხება ე.წ ვეტინგი. ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი სულ 60 მოსამართლეა.