რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, ჩვენ არათუ ნელა, არამედ საერთოდ არ მივდივართ NATO-სკენ - გეგელია

18.03.24 21:31
რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, ჩვენ არათუ ნელა, არამედ საერთოდ არ მივდივართ NATO-სკენ - გეგელია

შეძლებს თუ არა საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას? - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ქართველი ოლიგარქის გუნდის პირობებში ქვეყანა არა მხოლოდ NATO-სთან, არამედ ევროპულ ოჯახთან შეერთებასაც კი ვერ მოახერხებს.

გეგელია განმარტავს, რომ არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არამედ თავად ალიანსის წარმომადგენლის, კერძოდ, ხავიერ კოლომინას საფუძვლიანი აზრია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ ატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას დააჩქარებს.

ჩვენ არათუ ნელა მივდივართ ნატოსკენ, არამედ საერთოდ არ მივდივართ ნატოსკენ, ევროპული კავშირისკენ, რადგან ჩვენ გვმართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელსაც აქვს განცხადებული კურსი, რომ ეს ქვეყანა არ უნდა წავიდეს არც ნატოსკენ და არც ევროკავშირისკენ. თუ შეიძლებოდა, რომ სხვა წლებში გეფიქრა, რომ ნელა მივდივართ, მეტი როგორ გავაკეთოთ, ახლა სხვა პრობლემა დადგა. ჩვენ საერთოდ აღარ მივდივართ ნატოსკენ და ამას უნდა ერქვას ადეკვატური სახელი, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, რომ ვითომ მივდივართ, მაგრამ დილემები გვაქვს. ამას ვამბობ არა მარტო მე, არამედ ნატოს წარმომადგენელი, ბატონი კოლომინა, რომელმაც ბოლო 3 წელში მინიმუმ 2-ჯერ განაცხადა, რომ საქართველოს არ გაუტარებია ის რეფორმები, რომელიც უნდა გაატაროს ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების მიზნით", - ამბობს გეგელია.

მსგავსი სიახლეები