არ ვაპირებთ ზურაბიშვილის აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს - მდინარაძე
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - ოლიგარქის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები, რომლებიც პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ბლოკავს, აცდენილი იყო ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდება.
ცესკოს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და 9 ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად, ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უდავო ფაქტებისა ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ.
თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია, როგორც სწორ სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასევე აცდენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც მე წეღან ვახსენე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს", - ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილელების თანახმად, პრეზიდენტს ცესკოს წევრების შერჩევის უფლება აღარ მიეცემა. ასევე, "ოცნება" ცესკოში ერთადერთ ოპოზიციურ თანამდებობის გაუქმებას აპირებს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი