ცესკოს თავმჯდომარეზე წნეხი მიმდინარეობს - პაპუაშვილი
ცესკოს თავმჯდომარეზე წნეხი მიმდინარეობს, არის სურვილი, ის რაღაცნაირად ჩამოეშორებინათ თავმჯდომარეობას - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაშიფრულია ოპოზიციური მოადგილე და მისი გეგმები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვეტო დღეს აუცილებლად დაიძლევა.
რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. უპირველეს ყოვლისა ითქვა, რომ თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული ასე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, რაც არის ტყუილი, ვინაიდან არ არსებობს ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასეთი სისტემა იქნებოდა. მეორე - ითქვა, რომ თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იქნას მიღებული, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. რა თქმა უნდა, ესეც არის ტყუილი, რადგან სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებიასევე არ იზიარებს ნაწილში ვენეციის კომისიის დასკვნას. მესამე - ითქვა, რომ თითქოს ეს ეწინააღმდეგება 9 პუნტქს, რაც არის ასევე ტყუილი. გაიშიფრა საბოლოო ჯამში ოპოზიციური მოადგილე, უნდა გამხდარიყო კომისიის თავმჯდომარე და ვხედავთ ჩვენ იმ წნეხს, რომელიც მიდის ახლა ცესკოს თავმჯდომარეზე, ეს იქნება მედიიდან, ოპოზიციიდან თუ არასამთავრობო სექტორიდან და ვხედავთ, რომ არის სურვილი, ის რაღაცნაირად ჩამოეშორებინათ თავმჯდომარეობას და შემდეგ "ლელოს" ჩაეტარებინა არჩევნები. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი", - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.
ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილეც ადმინისტრაციიდან გაუშვეს - პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ოცნების" ერთპარტიული მმართველობა დამყარდება.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი